LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მშვიდობის გზას ვადგავართ: რა გაარკვია ტრამპმა პუტინთან საუბრისას – უკრაინა ნატოში „არარეალურია“

334
President Donald Trump speaks on the phone with Russian President Vladimir Putin in the Oval Office of the White House, Jan. 28, 2017 in Washington, D.C. Also pictured, from left, White House Chief of Staff Reince Priebus, Vice President Mike Pence, White House Chief Strategist Steve Bannon, Press Secretary Sean Spicer and National Security Advisor Michael Flynn.

აშშ-ის ახალარჩეული პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტს ესაუბრა და ყინულიც დაიძრა.

მოლაპარაკებებზე შეთანხმდნენ

კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ ორი ზესახელმწიფოს ლიდერები მრავალ თემას შეეხნენ, მათ შორის იყო ახლო აღმოსავლეთი და ირანი, მაგრამ მთავარი აქცენტი უკრაინაზე გაკეთდა.

დონალდ ტრამპმა შეცვალა აშშ-ის სამწლიანი პოლიტიკა უკრაინის მიმართ და განაცხადა, რომ ის და რუსეთის ლიდერი შეთანხმდნენ ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე.

ტრამპმა აცნობა, რომ მან ერთ საათზე მეტი ისაუბრა პუტინთან და დაასკვნა: „ვფიქრობ, ჩვენ მშვიდობის გზაზე ვართ“.

ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ მოგვიანებით ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, მაგრამ არ დააკონკრეტა იქნება თუ არა უკრაინა აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებში თანაბარუფლებიანი მონაწილე.

„ვფიქრობ, პრეზიდენტ პუტინს მშვიდობა სურს, პრეზიდენტ ზელენსკის მშვიდობა სურს და მეც მშვიდობა მსურს“, – განუცხადა ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებს.

აი რა თქვა ტრამპმა პუტინთან საუბრის შესახებ:

„ხალხმა არ იცოდა, რას ფიქრობდა პუტინი სინამდვილეში. მაგრამ დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ მასაც სურს, ეს დასრულდეს. ეს კარგია და ვიმუშავებთ, რომ ყველაფერი რაც შეიძლება სწრაფად დავასრულოთ.”

ტრამპმა აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში სავარაუდოდ პირადად შეხვდება პუტინს და ვარაუდობს, რომ ეს შესაძლოა საუდის არაბეთში მოხდეს.

პარალელურად ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას ჰქონდა „მნიშვნელოვანი საუბარი“ ტრამპთან, რომლის დროსაც განიხილეს „მშვიდობის მიღწევის შესაძლებლობები“ და „კიევის მზადყოფნა ერთად იმუშაონ“.

„მე მადლობელი ვარ პრეზიდენტ ტრამპის,” – თქვა მან.

აშშ გამორიცხავს უკრაინის ნატოში გაწევრიანებას

მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვალში რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ბაიდენის ადმინისტრაცია შეუერთდა ნატოს სხვა წევრებს და დაპირდა, რომ კიევის გაწევრიანება დასავლეთის სამხედრო ალიანსში გარდაუვალი იყო.

ოთხშაბათს კი ტრამპმა თქვა: „ვფიქრობ, პუტინის გაპრეზიდენტებამდე დიდი ხნით ადრე თქვეს, რომ ისინი არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებდნენ ამას (უკრაინის ნატოში გაწევრებას). ეს მრავალი წლის განმავლობაში გრძელდება“.

უკრაინის დაბრუნება 2014 წლამდე არსებულ საზღვრებში და ნატო-ში გაწევრიანება არის „არარეალური“ მიზნები, განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა, რომელიც ხაზს უსვამს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის რუსეთთან ომის „დიპლომატიური გზით“ დასრულების ვალდებულებას.

„გვსურს სუვერენული და აყვავებული უკრაინა. მაგრამ ჯერ უნდა ვაღიაროთ, რომ უკრაინის 2014 წლამდე საზღვრებში დაბრუნება არარეალური მიზანია. ამ მოჩვენებითი მიზნის დევნა მხოლოდ ომს გაახანგრძლივებს და მეტ ტანჯვას გამოიწვევს”, – უთხრა ჰეგსეთმა კოლეგებს.

ჰეგსეთმა დასძინა, რომ აშშ-ს ჯარები არ მიიღებენ მონაწილეობას უკრაინის სამშვიდობო მისიაში მომავალი სამშვიდობო შეთანხმების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და რომ ასეთი მისია არ მოხვდება ნატოს მე-5 მუხლის კოლექტიური თავდაცვის ქვეპუნქტის ქვეშ.

მიწებს არ გავცვლით

ამასობაში მოსკოვმა უარყო უკრაინული წინადადება და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ მოსკოვი არ აპირებს მოლაპარაკებას უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კონტროლირებადი კურსკის რეგიონის ნაწილის უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცვლაზე.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ გეგმავს რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს შესთავაზოს კურსკის რეგიონის ნაწილის გაცვლა რუსეთის მიერ ანექსირებული უკრაინის ტერიტორიის ნაწილზე.

„ჩვენ ერთ ტერიტორიას გავცვლით მეორეზე“, – თქვა ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ არ იცის რუსეთი ანექსირებული უკრაინის ტერიტორიის სანაცვლოდ რომელ ნაწილს მოითხოვს.

უამერიკოდ არაფერია

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ის მზად არის რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ სურს, რომ კიევმა ძალის პოზიციიდან ისაუბროს. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ამერიკულ კომპანიებს ქვეყნის აღდგენის კონტრაქტებს და საინვესტიციო შეღავათებს შესთავაზებს. მედიის ვარაუდით, ამ გზით ის შეეცდება მოიპოვოს აშშ-ის პრეზიდენტის კეთილგანწყობა.

ზელენსკიმ ასევე გააკრიტიკა წინადადება, რომ მხოლოდ ევროპული ქვეყნები უზრუნველყოფენ უკრაინის უსაფრთხოებას.
„დადის ხმები, რომ ევროპას შეუძლია უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზოს ამერიკელების გარეშე და ამაზე მე ყოველთვის უარს ვამბობ. უსაფრთხოების გარანტიები შეერთებული შტატების გარეშე არ არის უსაფრთხოების რეალური გარანტიები”, – განაცხადა უკრაინის ლიდერმა.

გამოყენებულია euronews-ის მასალები

ფოტო: wunc
cepa

magti 5g