LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიმდინარე სეზონზე, გრიპით გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა

732
პაატა იმნაძე

მიმდინარე სეზონზე, გრიპით გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა პაატა იმნაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

„სხვადასხვა ქვეყანა ავრცელებს ინფორმაციას ფრინველის გრიპის შემთხვევების შესახებ ცხოველებში, ასევე ფიქსირდება ადამიანების ინფიცირების შემთხვევებიც.. ეს ის ვირუსია, რომელმაც 2006 წელს ქათმის და კვერცხის მოხმარება მინიმუმამდე შეამცირა “ – მაია ბუწაშვილი

როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, პაციენტს მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა. შემთხვევა 2 კვირის წინ მოხდა.

ინფორმაციისთვის, მედიკოსები აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში გრიპის გავრცელების მაჩვენებელი კვლავ მაღალია. გრიპის შემთხვევების ზრდასთან ერთად გაიზარდა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g