კომპანია BMW-მ სპეციალური ღონისძიება მოაწყო და როდსტერ i8-ს განსაკუთრებული სერიის First Edition-ის პირველი 18 ეგზემპლარი მოდელის საერთაშორის კლუბის წევრებს გადასცა. ასეთმა ავტომობილებმა სპეციალური ოფციები და რიგითი ნომრების ამსახველი დაფები მიიღეს. სულ ასეთი 200 ავტომობილის გამოსვლა იგეგმება.
ჩვეულებრივი როდსტერისგან First Edition-ის სერია სალონში კერამიკული გადამრთველებით, ინტერიერის ელემენტებითა და Harman Kardon-ის აუდიოსისტემით განსხვავდება.
BMW i8-ს ჰიბრიდული სპორტქარის ღია ვერსიის დებიუტი გასული წლის ნოემბერში, ლოს ანჯელესის ავტოსალონში შედგა. მოდელმა დასაკეცი სახურავი, ნივთების შესანახი სათავსო მიიღო და არ აქვს სავარძლების მეორე რიგი.
ნულიდან ას კილომეტრამდე როდსტერი 4,6 წამში ჩქარდება. მაქსიმალური სიჩქარე 250 კილომეტრ/საათია.


