ბუდაპეშტის ცენტრში სკუტერებისა და ჰოვერბორდების მოძრაობა აიკრძალება. შეზღუდვა შეეხება ასევე ელექტრონულ ველოსიპედებსა თუ სიგვეებს, რომლებიც ადგილობრივთა და ტურისტთა შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. ახალი კანონის ინიციატორთა აზრით, მსგავსი ტრანსპორტი ფეხითმოსიარულეთა ზონისთვის ზედმეტად სწრაფია და მოსახლეობას საფრთხეს უქმნის.
აღსანიშნავია, რომ ბუდაპეშტის ცენტრში ე.წ. „ლუდის ველოსიპედებიც“ ვეღარ ივლიან, რადგან მათი მგზავრები როგორც წესი, ზედმეტად ხმაურიანები არიან და მოსახლეობას დიდ დისკომფორტს უქმნიან.