ჰოლანდიელები ელექტრონულ ველოსიპედებს ირჩევენ. ნიდერლანდებში მექანიკური ველოსიპედები სულ უფრო და უფრო ნაკლებად პოპულარული ხდება. 2010 წლიდან ელ-ველოსიპედების გაყიდვები მთელი 75%-ით გაიზარდა, 2018 წლის ბოლოსთვის კი ექსპერტები კიდევ 3%-იან ზრდას ვარაუდობენ. ამასთან, ჩვეულებრივი ველოსიპედების მფლობელთა რაოდენობა 37%-ით შემცირდა. ზოგადად კი ჰოლანდიაში ველოსიპედი დღემდე ყველაზე პოპულარულ ტრანსპორტად ითვლება და თითოეულ მოქალაქეზე 1,3 ველო მოდის. ხოლო ქვეყანაში მთლიანობაში 22,7 მილიონი ეკოლოგიური ტრანსპორტი მოძრაობს.