ბენ აფლეკისა და ჯენიფერ გარნერის ურთიერთობა ბურუსით მოცულ საიდუმლოს ჰგავს. მიუხედავად იმისა, რომ მეუღლეები დიდი ხანია განქორწინდნენ, მედიაში გამუდმებით ამტკიცებენ, რომ ყოფილ მეუღლეებს ერთმანეთი ისევ უყვართ და მალე შერიგდებიან. ეს იმ ფონზე, რომ ბენ აფლეკმა ახალი რჩეული საზოგადოებას უკვე წარუდგინა.
ამჯერად აფლეკი და გარნერი ფოტოგრაფებმა მაშინ გადაიღეს, როცა ისინი ერთად შვილის, სემუელის თამაშსს მოედანზე თვალს ადევნებდნენ. პაპარაცების ობიექტივში მოხვდა ემოციური კადრი, როდესაც მსახიობები ერთმანეთს უყურებენ და თბილად იღიმებიან. ამ ფოტოებს ცხადია, გამოხმაურებების გარეშე არ ჩაუვლია.