საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე შეზღუდვების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა,ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.