LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ბანკმა ინდივიდუალური მეწარმეებისთვის ერთიანი ციფრული სივრცე შექმნა

508
საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკი აგრძელებს ინდმეწარმეების მხარდაჭერას და მათთვის მრავალფეროვანი შესაძლებლობების გაზიარებას. ამ მიზნით შეიქმნა ერთიანი სივრცე ინდმეწარმეებისთვის, სადაც მცირე ბიზნესის მართვისა და განვითარებისთვის საჭირო პროდუქტებისა და სერვისების შესახებ მიიღებთ ინფორმაციას.

ვებგვერდზე ინდმეწარმეები შეიტყობენ, თუ როგორ გააცნონ საკუთარი საქმიანობა საქართველოს ბანკის 1.6 მილიონზე მეტ მომხმარებელს Ads მენეჯერის საშუალებით – უფასოდ შექმნან ქეშბექის, ფასდაკლების ან PLUS ქულების შეთავაზება, რომლის შესახებ ინფორმაცია შემდეგ საქართველოს ბანკის მობილბანკში, sCoolApp-სა და Offers.bog.ge-ზე ვრცელდება.

ინდმეწარმეებს ამ სივრცეში ასევე აქვთ შესაძლებლობა, აღმოაჩინონ მასტერკლასები და შეისწავლონ კონტენტის შექმნა, ციფრული მარკეტინგი, ეფექტური ტექსტის შედგენა და სხვა.

მათ, ვისაც არ აქვთ ბიზნეს ანგარიში, შეუძლიათ სასტარტო ბიზნეს ნაკრები პლატფორმაზე  გაიაქტიურონ და უფასოდ ისარგებლონ 6 თვის განმავლობაში. კომპანიის ბიზნეს საჭიროებებიდან გამომდინარე, ასევე შესაძლებელია S, M ან L ბიზნეს ნაკრებების არჩევა. სივრცეში ასევე წარმოდგენილია ინდმეწარმეების საჭიროებებზე მორგებული შეთავაზებები და ციფრული პროდუქტები.

„საქართველოს ბანკი აქტიურად უჭერს მხარს ინდმეწარმეებს. გასულ წელს ჩვენ არაერთი ინიციატივა წამოვიწყეთ მათი გაძლიერებისა და წახალისებისთვის, მათ შორის საქართველოში პირველად წამოვიწყეთ გათამაშება ინდივიდუალური მეწარმეებისთვის და ასობით გამარჯვებული გამოვავლინეთ. ჩვენი მიზანია, ამ სეგმენტს გავუმარტივოთ ყოველდღიურობა და ამისათვის ერთ სივრცეში გავაერთიანეთ ყველა საგანმანათლებლო, ტექნოლოგიური თუ საბანკო პროდუქტი, რომელიც მათ საქმიანობის უკეთესად წარმართვაში ეხმარება. ჩვენ მომავალშიც არაერთ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ ინდმეწარმეებს“, – აცხადებენ საქართველოს ბანკში.

ინდმეწარმეების ერთიანი სივრცის სანახავად ესტუმრეთ ბმულს.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g