LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაია ასათიანი: ხელისუფლებამ უნდა გაიაზროს, რომ ის, რასაც მათი კრემლის კურატორი ეუბნება, მცდარი გზაა. ქართველებზე არ მუშაობს – „ყველას დავიჭერ და პროტესტი ჩაცხრება“

167
მაია ასათიანი

„რაც მეტ წინააღმდეგობას გაგვიწევენ, მეტი იქნება ჩვენი მედგრად დგომაც,“ – აცხადებს ჟურნალისტი მაია ასათიანი საქართველოში მიმდინარე მოვლენების კომენტირებისას.

მისი თქმით, „ქართველებზე არ მუშაობს: „ყველას დავიჭერ და პროტესტი ჩაცხრება“.

„საქართველოში არ დარჩა ადამიანი, ვისი ახლობელიც ან მეგობარი ციხეში არ ზის. აქედან გამომდინარე ხელისუფლებამ კარგად უნდა გაიგოს და გაიაზროს, რომ ის, რასაც მათი კრემლის კურატორი ეუბნება, ძალიან მცდარი გზაა, ქართველებზე არ მუშაობს – „ყველას დავიჭერ და პროტესტი ჩაცხრება“.

ჩვენ ვართ სხვანაირად „ნაჭედი“ ხალხი და რაც მეტ წინააღმდეგობას გაგვიწევენ, მეტი იქნება ჩვენი მედგრად დგომაც.“ – ამბობს მაია ასათიანი „ტვ პირველთან“ საუბარში.

„ამ პროტესტმა უნდა შვას ახალი ლიდერი, რადგან ახალი პროტესტი ძველი ლიდერით არ გამოვა“ – მაია ასათიანი

„ივანიშვილი „მონანიების“ გმირია და ზუსტად ისე დაასრულებს, როგორც ვარლამ არავიძემ დაასრულა“ – მაია ასათიანი

მაია ასათიანი: „როგორც ბუკა პეტრიაშვილი იყო თავის შვილთან ერთად წარმოსახვით, აქციაზე, ასე დავდივარ მეც შვილთან ერთად“

❗ ხელისუფლებამ უნდა გაიაზროს, რომ ის, რასაც მათი კრემლის კურატორი ეუბნება, მცდარი გზაა. ქართველებზე არ მუშაობს ყველას დავიჭერ და პროტესტი ჩაცხრება – მაია ასათიანი

Posted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on ხუთშაბათი, 20 თებერვალი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g