LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს შენ ვერ მოახერხე: რატომ დაემუქრა ტრამპი ზელენსკის – სად არის ევროპის ადგილი

434
AFP_1KN0KB

დონალდ ტრამპი და უკრაინა მსოფლიოს მთავარი საკითხია. აშშ-მა და რუსეთმა პირველი შეხვედრა გამართეს, სადაც არც უკრაინა მიიწვიეს და მოლაპარაკებებს მიღმა დატოვეს ევროპელი ლიდერებიც.
აშშ-ის ახალარჩეული პრეზიდენტი მკვახე და ხისტი განცხადებებით გამოდის და მისმა ტონმა უკრაინის პრეზიდენტის მიმართ ბევრი გააკვირვა. ტრამპი ზელენსკის დიქტატორს ეძახის, მისგან არჩევნებს მოითხოვს და გარკვეულწილად დაემუქრა კიდეც, რადგან აშშ-ის ინტერესი უკრაინის იშვიათი ლითონებია.
თავის მხრივ ევროპაც ცდილობს იპოვის საკუთარი ადგილი ახალ რეალობაში, პარიზში შეიკრიბნენ კიდეც და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ვერაფერი გაარკვიეს, ჯერ მაინც ყველაფერი წინაა, მით უმეტეს, რომ აშშ-ში ვიზიტი ელოდებათ საფრანგეთის პრეზიდენტსა და დიდი ბრიტანეთის პრემიერს. ამასთან, გერმანიაში არჩევნებია.
ძირითადად სწორედ ამ თემებს შეეხო გადაცემაში „მსოფლიო, როგორც ასეთი“ წამყვანი და პოლიტიკური მიმომხილველი ბუკა პეტრიაშვილი.

„მსოფლიო ყურადღების ცენტრში კვლავ უკრაინაა, სადაც სამი წელიწადი შესრულდება, რაც სრულმასშტაბიანი, ყოვლად უსაფუძვლო და უსამართლო აგრესია დაიწყო რუსეთმა. ომი 2014 წელს დაიწყო, მაგრამ სრულმასშტაბიანი შეტევა სამი წლის წინ დაიწყო და უკრაინელი ხალხი დღემდე იბრძვის ქვეყნის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტისთვის.

როგორც ჩანს, ასე არ ფიქრობს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელმაც განაცხადა, რომ ის მიიჩნევს ზელენსკი დიქტატორია არჩევნების გარეშე და არც თუ წარმატებული კომედიანტი, რომელმაც ვერ შეძლო აერიდებინა ომი და რომელმაც მოიტანა უამრავი მსხვერპლი.
მან მანამდეც სერიოზული განცხადება გააკეთა, როდესაც ომის დაწყების მთელი ტვირთი სწორედ ზელენსკის დააკისრა და არა დიქტატორ პუტინს. მისი და რუსეთის პრეზიდენტის სატელეფონო საუბრიდან მალევე გაიმართა აშშ-სა და რუსეთის დელეგაციებს შორის შეხვედრა მაღალ დონეზე ერ-რიადში.

ტრამპის რეაქცია ბევრისთვის მოულოდნელად შოკისმომგვრელი იყო, როდესაც მან ზელენსკის კატეგორიული ტონით მიმართა, რომ ეს შეხვედრა ეხებოდა ბევრ სხვა საკითხებს და უკრაინა ვერ იქნებოდა წარმოდგენილი, მაგრამ ხაზგასმით გააკეთა აქცენტი უკრაინაში არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე, რაც ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ უნდა განხორციელდეს. ეს სხვათა შორის არის რუსეთის პოზიცია. ტრამპმა დააკნინა ზელენსკი, რომელსაც მისი თქმით, სამი წლის განმავლობაში ჰქონდა მოლაპარაკების შანსი და საშუალო დონის მომლაპარაკებელსაც კი შეეძლო აეცილება ომი და მიმართა ზელენსკის, რომ – ეს შენ ვერ მოახერხე და ამიტომ როდესაც მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომაზეა საუბარი, ეს ყოველთვის უნდა გახსოვდესო.

თავის მხრივ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ არ ჩააბარებს ქვეყანას, რომელმაც უფრო რთულ ვითარებას გაუძლო და გააგრძელებს ბრძოლას ევროპელ და სხვა პარტნიორებთან ერთად.

ტრამპის გაცხარების მთავარი მიზეზი იყო იშვიათ ლითონებზე შეთანხმებაზე ხელის არმოწერა და ფაქტობრივად დაემუქრა კიდეც, რომ არმოწერის შემთხვევაში ნამდვილად არ გახდის ზელენსკის ბედნიერს, რომ უმჯობესია იჩქაროს, ვიდრე ქვეყანას დაკარგავს.

ტრამპი ასევე შეეხო აშშ-ის მიერ გამოყოფილ 350 მილიარდ დოლარს, თუ რაში დახარჯა და სად წავიდა ამ ფულის უდიდესი ნაწილი. ზელენსკიმ განმარტა, რომ ფულის დიდი ნაწილი სწორედაც რომ აშშ-ში რჩებოდა, რათა ამერიკული სამხედრო ინდუსტრია კიდევ უფრო ეფექტიანად ამოქმედებულიყო და შეევსო ახალი შეიარაღებით მოძველებული მარაგები, რომელიც უკრაინაში იგზავნებოდა.

რაც შეეხება ძვირფას ლითონებს, ზელენსკი ამბობს, რომ ვერ გაყიდის თავის ქვეყანას უსაფრთხოების გარანტიების გარეშე.

ევროპა.
ევროპა არ მოიაზრება ამ მოლაპარაკებებში და ევროპული კავშირის ქვეყნების ლიდერები სასწრაფოდ შეიკრიბნენ პარიზში.
ევროპელების პოზიციები უკრაინაში ჯარების გაგზავნაზე დიფერენცირებულია. შოლცს ნაადრევად მიაჩნია, ჯორჯა მელონიც იმავე პოზიციაზეა, პოლონეთიც ფეხს ითრევს, საფრანგეთმაც, რომელიც ინიციატორი იყო ჯარების გაგზავნის, თავი შეიკავა.
მეორე დღესაც გაიმართა შეხვედრა და ყველამ ერთსულოვნად გააკრიტიკა ტრამპის განცხადება და საყოველთაო შეფასებით თუკი ვინმეა დიქტატორი, ეს არის პუტინი და თუკი ვინმემ დაიწყო ომი, ეს არის რუსეთი და არ შეიძლება ასეთი განცადებების გაკეთება მეგობარი ქვეყნის მიმართ.

ევროკავშირი უკრაინას 7-მილიარდიან დახმარებას გამოუყოფს და ცალკე კიდევ 4-5 მილიარდი დოლარის ფარგლებში მერყეობს დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა. სამხედრო თვალსაზრისით და პოლიტიკურადაც ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
ტრამპი არ არის ამის წინააღმდეგი და თუ მოთხოვნა იქნა, ისიც მიყიდის ამერიკულ ტექნიკას ევროპელებს და არც ევროპული სამშვიდობო სამხედრო კონტიგენტის გაგზავნის წინააღმდეგია.

ტრამპის განცხადება იმის თაობაზე, რომ რუსეთს მეტი უპირატესობა აქვს, ვინაიდან დაპყროპილი აქვს მნიშვნელოვანი ნაწილი, არასწორი ტაქტიკაა მოლაპარაკებების პროცესში და უკრაინა არ აპირებს ამ უპირატესობის აღიარებასა და მიღებას მიუხედავად იმისა, რომ 20 პროცენტზე მეტ ტერიტორიაზე რუსული ჯარები იმყოფებიან, მაგრამ კონკრეტულ მიმართულებებზე მიდის მძიმე ბრძოლები და თავის მხრივ უკრაინელებიც ინარჩუნებენ რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნას“.

ფოტო: washingtonpost

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g