LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს უსინდისო განცხადებაა – ევროპული სტანდარტის დამკვიდრებაში პოლონეთს ბევრი მიმართულებით ვჯობივართ“ – გია ვოლსკი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს პასუხობს

129
გია ვოლსკი და რადოსლავ სიკორსკი

„ვფიქრობ, ჩვენს მიმართ ეს უსინდისო განცხადებაა ამ ადამიანის [რადოსლავსიკორსკი] მხრიდან – არავითარი ანტიევროპული არ არსებობს საქართველოში – ევროპული სტანდარტის დამკვიდრებაში პოლონეთსაც ბევრი მიმართულებით ვჯობივართ“, – ამ შეფასებით, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიკდერი, გია ვოლსკი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, ევროკავშირის გარკვეული წრის მონდომებაა, რომ საქართველოში ხელისუფლება შეიცვალოს. მისი შეფასებით, სწორედ ამ მიზანს ემსახურება რადოსლავ სიკორსკის განცხადებაც:

„ვფიქრობ, ჩვენს მიმართ ეს უსინდისო განცხადებაა ამ ადამიანის [რადოსლავ სიკორსკი] მხრიდან. ის პირდაპირ დაკავშირებულია გარკვეულ პროცესებთან, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მიმართ რაღაც ანტაგონისტური ალიანსის შექმნას.

თვითონ, მისი მეუღლე, რომელიც დიდი ფონდის მართვის საბჭოს წევრია, კონკრეტულად NED-ის და ის ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ ამოცანაზე არიან ორიენტირებული, რომ როგორმე საქართველოში ისეთი პრობლემები შეიქმნას, რომელიც ხელისუფლებას შეცვლის. არავითარი ანტიევროპული საქართველოში არ არსებობს.

ყველა მაჩვენებლით წინ ვართ, მათ შორის პოლონეთთან მიმართებაში – გინდა კორუფციასთან ბრძოლის თემა იყოს, გინდაც სასამართლოს სამართლიანობა და გინდა მართვის გამჭვირვალობა. პოლონეთსაც ბევრი მიმართულებით ვჯობივართ ევროპული სტანდარტის დამკვიდრებაში. ეს არის მთავარი და არა განწყობები და აღქმები, რომელიც ახალგაზრდებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს.

ამას ემსახურება სიკორსკის განცხადებაც, რადგან ერთი, რომ ფაქტები აბსოლუტურად სხვა არის და მეორე, საზოგადოება ხომ გრძნობს რა გეგმა და ამოცანა აქვს – ხელისუფლების შეცვლა საქართველოში, ეს არის ევროკავშირის გარკვეული წრის მონდომება და ამ შემთხვევაში უკვე საქართველო აშშ-ის ადმინისტრაციასთან დაპირისპირების პოლიგონად გადააქციეს. ეს არის რეალობა და ამას ემსახურება, სამწუხაროდ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი”. – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ ისინი საქართველოსგან მოელიან ანტიევროპული ტრენდის შებრუნებას, რომელიც ქვეყანაში „ქართულმა ოცნებამ” დაამკვიდრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g