„ბიქეი ჰოლდინგში“ შემავალ დეველოპერულ კომპანიას „თეთრი კვადრატი“, რომელიც უძრავი ქონების ბაზარზე ამჟამად 11 პროექტითაა წარმოდგენილი, ახალი საცხოვრებელი ბინის შეძენის მსურველებისთვის მიმდინარე წლის გაზაფხულისთვის საინტერესო შეთავაზებები აქვს.
შორენა დარჩიაშვილი, დეველოპერული კომპანიის „თეთრი კვადრატი“ გენერალური დირექტორი:
– ბოლო დროს, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ხშირად ისმის კითხვა, რამდენი ხანი და როგორი შეიძლება იყოს მოთხოვნა მშენებარე ბინებზე, მზარდი თუ კლებადი. ჩვენი გუნდი 15 წელზე მეტია ამ სფეროშია, ბევრი რამ გამოვიარეთ, ყოველთვის იყო აღმავალი და დაღმავალი პერიოდები, მაგრამ რაც ზუსტად ვიცით და რაზეც საუბარი სტატისტიკაზე დაყრდნობით შეგვიძლია არის ის, რომ მოთხოვნა ყოველთვის აჭარბებს მიწოდებას.
ჩვენს სფეროში არსებობს ორი სეგმენტი – ადამიანები, რომლებსაც ახალი ბინა უნდა საცხოვრებლად და ინვესტორები, ადგილობრივი თუ საერთაშორისო, რომლებიც მშენებარე ქონებაში კაპიტალს აბანდებენ როგორც სარფიანად გადაყიდვის, ისე გაქირავების მიზნით. ჩვენი კომპანიის მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ ორივე სეგმენტისგან მოთხოვნა კვლავ არის, თუმცა ცოტა მეტ სიფრთხილეს იჩენენ.
ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, მოგეხსენებათ, თბილისში ბევრი ამორტიზებული შენობაა, შესაბამისად, ყველა ოჯახი, რომელიც ამ მოძველებულ კორპუსებში ცხოვრობს, ახალ ბინაში გადასვლისკენ ისწრაფვის, მაგრამ უკვე მეტი მონდომებით იკვლევს, ვინ არის ამ შესაძლებლობის მიმწოდებელი და რა არის წარმოდგენილი ბაზარზე. ანუ იმისთვის, რომ თანხა უძრავ ქონებაში ჩადონ, მათ უნდა სჯეროდეთ იმის, რომ ყველაფერი კარგად იქნება ქვეყანაში, სფეროში და თავად კომპანიაც შეძლებს დანაპირების შესრულებას.
თქმა არ უნდა, რომ მაღალი სტანდარტის ახალი საცხოვრებელი კორპუსები და უბნები უნდა შეემატოს ქალაქს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ასოცირების ხელშეკრულებითაც მაღალი სტანდარტი გვაქვს დავალდებულებული და არქიტექტურის სამსახურიც წლიდან წლამდე ამკაცრებს მოთხოვნებს (სეისმურობის მიმართულებით, ენერგოეფექტურობის კუთხით, გამართული უნდა იყოს სახანძრო სისტემები და ა.შ.), ძალიან რთულია ახალ ბინებზე მოთხოვნის რაოდენობის სრულად დაკმაყოფილება.
ჩვენს კომპანიას, გაყიდვების თვალსაზრისით, განსაკუთრებულად აქტიური ნოემბერ-დეკემბრის პერიოდი ჰქონდა. ტრადიციულად, ახალი წელი უძრავი ქონების ბაზრისთვის ყოველთვის მაღალი მოთხოვნით ხასიათდება, ყველა ელოდება საინტერესო წინადადებებს დასრულებულ, თუ მშენებარე პროექტებთან დაკავშირებით. იანვარ-თებერვალი შედარებით წყნარი პერიოდი იყო ზოგადად ჩვენი სფეროსთვის, მაგრამ მარტიდან ისევ განახლდება მოთხოვნა პირველად უძრავ ქონებაზე.
„თეთრ კვადრატს“, გაზაფხულზე, საინტერესო შეთავაზებები ექნება ბინის ყიდვით დაინტერესებულებისთვის. უფრო კონკრეტულად:
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ჩვენი კომპანია ამჟამად კიდევ ერთი უბნის კონცეფციაზე მუშაობს, ადგილმდებარეობას ჯერ არ დავასახელებ, დეტალებს შემოდგომისკენ გავამხელთ, მაგრამ აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ უბნის კონცეფციები არის ჩვენი მომავალი – თანამედროვე ადამიანს საცხოვრებელ გარემოში, ახლოს უნდა ჰქონდეს ყველაფერი, რაც სჭირდება. ასევე ვმუშაობთ ახალ პროექტზე, რომელიც ქალაქის ცენტრში აშენდება და იქნება პრემიალური. მასზეც უახლოეს მომავალში გავავრცელებთ დაწვრილებით ინფორმაციას.