უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, განაცხადა, რომ თუ სამშვიდობო პროცესისთვის საჭირო იქნება, იგი მზადაა, დატოვოს პრეზიდენტის თანამდებობა. ამის შესახებ მან „უკრაინა. 2025 წლის გზა“ ფორუმზე ისაუბრა.
ჟურნალისტის კითხვაზე, მზად ხართ თუ არა დატოვოთ პრეზიდენტის პოსტი, თუ ეს ნიშნავს მშვიდობას უკრაინისთვის, ზელენსკიმ უპასუხა:
„უკრაინაში მშვიდობისთვის თუ ნამდვილად გჭირდებათ, რომ ჩემი პოსტი დავტოვო, მაშინ მე მზად ვარ“, – აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, მზადაა, პრეზიდენტის თანამდებობა დატოვოს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების სანაცვლოდაც.
მისივე თქმით, პრეზიდენტად „ათწლეულის მანძილზე ყოფნას არ აპირებს“.