LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს წევრების შესარჩევი კონკურსი დასრულდა

107
საპენსიო სააგენტო

საქართველოს საპენსიო ფონდის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანოს – მმართველობითი საბჭოს შესარჩევი კონკურსი დასრულდა. შესარჩევმა კომისიამ, რომელიც საქართველოს მთავრობის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებისა  და რამდენიმე დამოუკიდებელი წევრისგან შედგებოდა, 8 საუკეთესო კანდიდატი გამოავლინა. მათ შესახებ დეტალური ინფორმაცია საპენსიო სააგენტოს ვებგვერდზე უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის თქმით, საპენსიო სააგენტოს ახალი მმართველობითი საბჭო მიმდინარე წლის აპრილიდან ეყოლება.

„გასაუბრების რამდენიმე რაუნდი გვქონდა კანდიდატებთან, ინტერესი იყო ძალიან მაღალი, მათ შორის, საერთაშორისო – ძალიან ბევრი უცხოელი პროფესიონალის განაცხადი მივიღეთ. დიდი დრო დახარჯა კომისიამ გასაუბრებებზე, საკმაოდ მაღალი დონის კანდიდატები იყვნენ წარმოდგენილნი. ქულების მიხედვით შეირჩა საერთაშორისო გამოცდილების მქონე როგორც ქართველი, ისე უცხოელი მაღალი დონის პროფესიონალები“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭო „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში 2024 წლის ივნისში განხორციელებული  ცვლილებების შედეგად შეიქმნა. საპენსიო სააგენტოს მმართველობით სტრუქტურაში არსებული საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოების ნაცვლად ჩამოყალიბდა საპენსიო ფონდის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანო – მმართველობითი საბჭო. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს წევრების რაოდენობა, პროფესიონალ წევრთა შერჩევის წესები და პროცედურები, მათი განათლების, სამუშაო გამოცდილების დამატებითი კრიტერიუმები და სხვა მოთხოვნები.

მმართველობითი საბჭოს წევრების შესარჩევი კონკურსი  2024 წლის დეკემბერში გამოცხადდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g