LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველა დროის ყველაზე მაღალბიუჯეტიანი მუსიკალური ვიდეოები

365
1

უცხო არავისთვისაა, რომ სიმღერის პოპულარობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი თანხმლები მუსიკალური ვიდეოა. თანამედროვე მუსიკალური ვიდეოები სწორედ მარკეტინგული იარაღის სახეს ატარებენ და ხელს ჩანაწერების გაყიდვების ზრდას უწყობენ. იმის მიუხედავად, რომ მუსიკალური ვიდეოების ისტორია გაცილებით ადრე იწყება, მათი ,,ვარსკვლავური საათი” 80-იან წლებს უკვაშირდება, როცა MTV-მ საბოლოოდ განსაზღვრა, თუ როგორი უნდა ყოფილიყო კლიპის ფორმატი.

მას შემდეგ, არაერთი ტრეკის შთამბეჭდავი ვიზუალი იქმნება, რომელთაგან არის ისეთებიც, რომელთა გადასაღებად სოლიდური თანხები დაიხარჯა. ამ მხრივ, არსებობს თემატური რეიტინგი, რომელშიც თავს ,,ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული მუსიკალური ვიდეოები” იყრის.

საინტერესოა, რომ ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებულ მუსიკალურ რგოლებს შორის სამ-სამი მაიკლ ჯექსონსა და მადონას ეკუთვნით. ჩამონათვალს ახლო წარსულიდან, Coldplay შეემატა – ჯგუფი სიაში 2024 წელს სიმღერის – Feelslikeimfallinginlove კლიპით მოხვდა.

გთავაზობთ ,,ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული მუსიკალური ვიდეოების” სიას:

Limp Bizkit – Rollin’ (Air Raid Vehicle); ბიუჯეტი – $3,000,000 (2000 წ.)

Aqua – Cartoon Heroes; ბიუჯეტი – $3,500,000 (2000 წ.)

Coldplay – Feelslikeimfallinginlove; ბიუჯეტი – $3,548,100 (2024 წ.)

გვენ სტეფანი – Make Me Like You; ბიუჯეტი – $4,000,000 (2016 წ.)

მაიკლ ჯექსონი – You Rock My World; ბიუჯეტი – $4,000,000 (2001 წ.)

მაიკლ ჯექსონი – Black or White; ბიუჯეტი – $4,000,000 (1991 წ.)

Guns N’ Roses – Estranged; ბიუჯეტი – $5,000,000 (1993 წ.)

მადონა – Bedtime Story; ბიუჯეტი – $5,000,000 (1995 წ.)

მადონა – Express Yourself; ბიუჯეტი – $5,000,000 (1989 წ.)

მადონა – Die Another Day; ბიუჯეტი – $6,100,000 (2002 წ.)

მაიკლ ჯექსონი და ჯენეტ ჯექსონი – Scream; ბიუჯეტი – $7,000,000 (1995 წ.)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები