LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფია ბზეკალავა: „კირჩხიბებო, დადგა თქვენი დრო!..“

58

სოფია ბზეკალავა ზოდიაქოთი კირჩხიბებისთვის უახლოეს პერიოდში სასიკეთო პერიოდის შესახებ წერს. ასტროლოგი ვრცელ პროგნოზს საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე აქვეყნებს.

„მეგობრებო, 21 ივნისიდან მზემ ანცი, ორსახოვანი, არაპროგნოზირებადი ტყუპის ზოდიაქოს ნიშანი დატოვა და ზოდიაქოს ერთ-ერთ კარდინალურ ნიშანში კირჩხიბში “გამაგრდა” უახლოესი ერთი თვის განმავლობაში. დიახ, კირჩხიბებო თქვენი დროც დადგა უკვე 😉კირჩხიბი ზოდიაქოს მეოთხე ნიშანია, რომელიც თავის მხრივ ტრადიციებთან, ოჯახთან, ფესვებთან და წინაპრებთან ასოცირდება. აი, რატომ უყვართ კიბორჩხალებს ასე ძალიან საკუთარი გარემო და ხალხი ვის გვერდითაც იზრდებიან, თუნდაც ისინი რეალურად სულაც არ იმსახურებდნენ ამგვარ სიმპათიებს. კირჩხიბის ზოდიაქოს სამედიცინო ასტროლოგიის მიხედვით კუჭს და საჭმლის მომნელებელ სისტემას განაგებს – ვისაც ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებთან გქონიათ საქმე, ალბათ დამეთანხმებით, რომ საკვების თემა და კულინარია ნებისმიერი მათგანის აქილევსის ქუსლია. საჭმელსა და შიმშილობაზე საუბარი კი ნებისმიერ კირჩხიბში იწვევს პანიკას და შიშს. ყველა არა, მაგრამ საკმაოდ ბევრი ქალი, რომელიც კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნით იბადება, ხშირად ოჯახში, საკვების სოლიდურ მარაგს ფლობს, რომელსაც ე.წ. “შავი დღისთვის” ინახავს, თუმცა კონკრეტულად როდის შეიძლება, დადგეს ეს შავი დღე, არც ერთმა კირჩხიბმა არ იცის, მაგრამ თვითგადარჩენის მძაფრი ინსტინქტი, რომელიც კიბორჩხალებს ზოგადად გააჩნიათ, თანად დიდი დოზით – უბიძგებს ამ ხალხს იმისკენ, რომ თავი დაიზღვიოს ნებისმიერ სიტუაციაში.

კირჩხიბი წყლის სტიქიის ნიშანია, ამიტომ ამ ხალხს, როგორც წესი, უზომოდ ემოციური ბუნება აქვს. ისინი საოცრად წყენიები და ბუტიები არიან, ვერ იტანენ ემოციურ სიცივეს და თავადაც ახასიათებთ სხვების მიმართ თავგადაკლული ზრუნვა, რომელიც ხშირად აკვიატებასა და მანიაშიც გადასდით ხოლმე. კირჩხიბს უყვარს საყვარელი ადამიანების “ცხრაკლიტულში” ჩასმა და ვაი იმას, ვინც მის ამგვარ ზრუნვას გააპროტესტებს.

როგორც ქალი, ისე მამაკაცი კირჩხიბები, იდეალური მეორე ნახევრები და მეოჯახეები არიან. ამ ხალხისთვის ოჯახური სიმშვიდე და თბილი კერა ყველა კარიერულ მიღწევაზე უფრო პრიორიტეტული და მნიშვნელოვანია ცხოვრებაში. ამიტომ იშვიათად ნახავთ რეალურ ცხოვრებაში კირჩხიბს, რომელიც იმ შემთხვევაში თუ ჯერ კიდევ ცალად დააბიჯებს ამ ქვეყანაზე, საკუთარი ოჯახის შექმნასა და შვილების გაჩენაზე არ ოცნებობს.

კირჩხიბის ხასიათში ყველაზე დიდ ნაკლად პირადად მე გარკვეული აპათიისკენ და პანიკიორობისკენ მიდრეკილებას გამოვყოფდი. იმიტომ, რომ ორივე სქესის კირჩხიბები მიდრეკილი არიან დეპრესიულობისგენ, რაც იქედან გამომდინარეობს, რომ კირჩხიბი ვერ იტანს წაგებას. შესაბამისად, იგი ყველა თავის ნაბიჯს გულდასმით გეგმავს და საზღვრავს. მაგრამ მოგეხსენებათ, ცხოვრებაში არ არსებობს გარანტიები, ამიტომ წაგება და მოგება მედლის ორი მხარე გახლავთ. ასტროლოგები ურჩევენ კირჩხიბს, საკუთარ თავში მეტი ოპტიმისტური ხედვა გამოიმუშაოს. მას უნდა ახსოვდეს, რომ არაფერია მუდმივი. ამიტომ მის სამყაროშიც გამოანათებს ერთ დღეს მზე.

P.S.. ჭეშმარიტი კირჩხიბი კაცის რეალური მაგალითი, მსახიობია, რომელიც საკუთარ თავს თამაშობს სერიალში. აი, რატომ ღირს კირჩხიბის ნიშნით დაბადებულ კაცზე გათხოვება…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები