LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე გურიის რეგიონში საკოორდინაციო შტაბის სხდომას მართავს

128
Capture

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად გურიის რეგიონში ჩავიდა, სადაც დიდთოვლობის შედეგად შექმნილი ვითარების გასაცნობად და დახმარების პროცესის კოორდინაციისთვის ადგილზე შეხვდა შტაბის წარმომადგენლებს.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის პრემიერ-მინისტრი ოზურგეთში, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო შტაბთან შეხვედრას მართავს.

„მთავრობის მეთაური დიდთოვლობის შედეგად გამოწვეულ პრობლემებსა და იმ ღონისძიებებს ეცნობა, რომელსაც სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები მოსახლეობის დახმარების მიზნით ახორციელებენ.

მოსახლეობის დასახმარებლად მობილიზებულია მაქსიმალური ადამიანური რესურსი, ასევე მძიმე ტექნიკა. ინტენსიურად იწმინდება გზები. პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების მაქსიმალურად მოკლე ვადებში აღმოსაფხვრელად, პროცესში ჩაერთო თავდაცვის ძალები”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g