გურიის მკვიდრი ქრისტინე სიხარულიძე „ტვ პირველის“ ეთერში აცხადებს, რომ სოფელ მერიაში 85 წლის ომარ ბარამიძე სახლში მარტო იმყოფება და საცხოვრებლის დატოვებას ამ დრომდე ვერ ახერხებს.
მისი თქმით, მოხუცი სამი დღეა ამ მდგომარეობაშია და მასთან ვერავინ მივიდა.
„სოფელ მერიაში ომარი ბარამიძეა 85 წლის, რომელიც მარტო არის სახლში. დენის კაბელები ჩამოყრილი, სამი დღეა რეკავენ ყველგან, მაგრამ არავინ არ ეხმარება.
ვერ ახერხებს სახლიდან გამოსვლას და კაბელები ჩამოყრილია ეზოში, რაც საფრთხეს წარმოადგენს. სამი დღეა არავინ მისულა და მოუკითხია მისი ამბავი”, – ამბობს ქრისტინე სიხარულიძე.
ცნობისთვის, რამდენიმე დღეა რაც გურიაში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა.
სტიქიის გამო რამდენიმე დღეა ხალხი დენისა და ყველანაირი დახმარების გარეშეა დარჩენილი.