სოფელ ზემო ერკეთის მკვიდრი, ვახტანგ შაქარიშვილი ამბობს, რომ სოფელში გზების პრობლემაა, რის გამოც მიცვალებულს ვერ კრძალავენ.
მისი თქმით, 5 დღეა, გადაუღებლად თოვს და ეზოდანაც ვერ გადიან.
„გზების პრობლემაა, მიცვალებულია სოფელში და ვერ ვკრძალავთ, ამინდების შემხედვარე შესაძლოა, კიდევ ვერ დავკრძალოთ. სოფელს ყურადღება უნდა, ჩვილბავშვიანი ხალხია და დახმარება გვჭირდება. უკვე 5 დღეა, გადაუღებლად თოვს და ჭიშკარს გადაღმა ვერ გადავდივართ. მიტოვებული სახლებია დასათოვლი, რომ არ დაინგრეს“, – ამბობს ის.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღეა გურიაში დიდთოვლობით გამოწვეულ პრობლემებს ებრძვიან.
„თბილისში არ გვაქვს თოვლი, იმიტომ რომ „სმოგი“ გვაქვს, რაც ძალიან ცუდია“ – ნინო ჩხობაძე