ფრანგმა შემსრულებელმა Gims-მა ახლახან „განდაგანას“ მოტივებზე ფრანგულენოვანი რემიქსი შემოგვთავაზა, რომელიც საქართველოში მალევე გახდა პოპულარული.
4 დღის წინ კი „იუთუბზე“ განთავსდა ვიდეო, რომელიც „გიმსის“ პროდიუსერებმა ასევე ქართულ მოტივებზე შექმნეს. ვიდეორგოლში, როგორც ჩანს, ხელოვნური ინტელექტის დახმარებაცაა გამოყენებული. კლიპს უკვე აზიარებენ ქართულ სოციალურ ქსელში.