LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ მონატრების სიცარიელეში, რამდენ ხანს გავძლებ, მართლა აღარ ვიცი, დეე… შენი დაძახებული „დეე“ ჩამესმის სულ ყურში“ – ბათუმში დაკარგული 15 წლის მოზარდის დედა მორიგ მიმართვას ავრცელებს

248
ალექსანდრე მიქელაძე

15 წლის ალექსანდრე მიქელაძეს, რომელიც 16 იანვარს, ღამის 22:00 საათიდან ბათუმში გაუჩინარდა და მას შემდეგ სამართალდამცველები და სამაშველო სამსახურები ეძებენ, დედა სოციალური ქსელის მეშვეობით ხშირად მიმართავს და დაბრუნებას სთხოვს.

მის ბოლო მიმართვაში ვკითხულობთ:

„ამ მონატრების სიცარიელეში, რამდენ ხანს გავძლებ, მართლა აღარ ვიცი, დეე… შენი დაძახებული ,,დეე” ჩამესმის სულ ყურში, მაგრამ არ გინდა მოსვლა და რატოოოო…? ნუთუ ასეთი უგულო ვინ გყავს გვერდით, რომ ასე გექცევა შენც და მეც…🥺 მოდი რაა და გააფერადე დღეები, გემუდარები, დეეე“, – წერს ნათია დიაკვნიშვილი.

ცნობისათვის, ალექსანდრე მიქელაძე 16 იანვარს, ღამით 22:00 საათიდან გაუჩინარდა.

ფოტო: „დე, მოდი გემუდარები…რამდენი სათქმელი დამიგროვდა იცი?!, უკიდეგანოდ მენატრები“ – ბათუმში დაკარგული 15 წლის მოზარდის დედა შვილს მიმართავს

ვიდეო: „დე თავისუფლად მინდა ვიყო, შენთან თავისუფლად ვარ, აქ ვერ ვარ თავისუფლად“ – ბათუმში დაკარგული ბიჭის, ალექსანდრე მიქელაძის დედა შვილთან დიალოგის დეტალებს იხსენებს

„მივმართავ საზოგადოებას, არავის დაუჯერონ, დაუჯერონ მხოლოდ ჩემ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას… ჩემი შვილი როგორც კი გამოჩნდება, ორ სიტყვას მაინც დავწერ“ – ბათუმში დაკარგული მოზარდის დედა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g