LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვის რამდენჯერ მოგიწევთ წელიწადში ტექნიკური ინსპექტირების გავლა

99

მიმდინარე წლის 1-ელი ივლისიდან სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება უკვე დაიწყო. მანამდე კი, 2018 წლის 1-ელი იანვრიდან ტექნიკური ინსპექტირება სამგზავრო და სატვირთო ავტომობილებისთვის ამოქმედდა. რაც შეეხება ყველა კატეგორიის ავტოსატრანსპორტოებს, მათ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება 2019 წლის 1-ლი იანვრიდან შეხებათ. შესაბამისად, საქართველოში რეგისტრირებული მთლიანი ავტოპარკი 2019 წლის ბოლომდე გაივლის ინსპექტირებას.

იქიდან გამომდინარე, რომ საკითხი ძალიან აქტუალურია და ყველა მძღოლს აინტერესებს, რა სიხშირით მოუწევს მათ ავტოსატრანსპორტო საშუალებას ინსპექტირების გავლა, ან რას შეამოწმებენ, გთავაზობთ დეტალურ ინფორმაციას…

ტექნიკური ინსპექტირებისას მოწმდება:

  • სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაცია;
  • სამუხრუჭო აღჭურვილობა;
  • საჭით მართვის სისტემა;
  • ხილვადობა;
  • ფარები, შუქამრეკლები და ელექტრო მოწყობილობა;
  • ღერძები, თვლები, საბურავები და დაკიდება;
  • შასი და მისი შემადგენლები;
  • სხვა მოწყობილობები;
  • უარყოფითი ზემოქმედება.

რომელ ავტოსასტრანსპორტო საშუალებასრა პერიოდულობით მოუწევს ტექნიკური ინსპექტირების გავლა:

  1. 8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე, მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებები ტექნიკურ ინსპექტირებას გაივლიან გამოშვების თარიღიდან ერთი წლის შემდეგ და შემდეგ ყოველ წელიწადს, ხოლო გამოშვების თარიღიდან ოთხი წლის შემდეგ – წელიწადში ორჯერ;
  2. სატვირთო (3500 კგ და ზემოთ) – ერთი წლის შემდეგ გამოშვების თარიღიდან და შემდეგ ყოველ წელიწადს;
  3. 3500 კგ-ზე მეტი ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე მისაბმელები და ნახევრად მისაბმელები – ერთი წლის შემდეგ გამოშვების თარიღიდან და შემდეგ ყოველ წელიწადს;
  4. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოსატრანსპორტო საშუალებები და ტაქსები – ერთი წლის შემდეგ გამოშვების თარიღიდან და შემდეგ ყოველ წელიწადს;
  5. არაუმეტეს 3500 კგ-ზე ნებადართული მაქსიმალური მასისა და არანაკლებ ოთხი თვლის მქონე, ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებები, სასოფლო-სამეურნეო მანქანებისა და ტრაქტორების გარდა – 4 წლის შემდეგ გამოშვების თარიღიდან და შემდეგ ყოველ წელს;
  6. მსუბუქი სამგზავრო ავტომობილი – ოთხი წლის შემდეგ გამოშვების თარიღიდან და შემდეგ ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, გამოშვების თარიღიდან 8 წლის შემდეგ კი ყოველ წელს.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები