ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელებს აცნობებს, რომ უწყების სახელით სხვადასხვა სატელეფონო ნომერზე ვრცელდება ყალბი გზავნილები, თითქოს მომხმარებელს ერიცხება საგადასახადო ზედმეტობა და SMS-ის ავტორები, თანხის დაბრუნების მიზნით, მომხმარებლებს მითითებულ ბმულზე გადასვლას სთავაზობენ.
შემოსავლების სამსახური აცხადებს, რომ გავრცელებული გზავნილი არის სიცრუე და არანაირი შეხება არ აქვს უწყების საქმიანობასთან. თაღლითური სქემის ავტორები მოქალაქეთა თანხების დაუფლება-გამოყენებას ცდილობენ.
შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს, გამოიჩინონ სიფრთხილე ამგვარი საეჭვო შეტყობინების მიღების შემთხვევაში და მაქსიმალურად შეზღუდონ პირადი ინფორმაციის გაზიარება.
ცნობისთვის, მეწარმე სუბიექტს საგადასახადო ორგანოს წერილობითი გადაწყვეტილება/შეტყობინება, პროცედურების სრული დაცვით, მხოლოდ „საქართველოს ფოსტის“ მიერ ან მის ავტორიზებულ გვერდზე ელექტრონულად ეგზავნება.