LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დონალდ ტრამპის მკაცრი სიტყვა, რომ „უკრაინამ უნდა დაივიწყოს NATO“, ნიშნავს იმას, რომ უნდა დაივიწყოს NATO“ – გურამ მაჭარაშვილი

123
გურამ მაჭარაშვილი, დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი ნატო-ში გაერთიანებისკენ უკრაინის სწრაფვა იყო და რომ უკრაინას შეუძლია ალიანსში გაწევრიანება დაივიწყოს, „ხალხის ძალის“ დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი ეხმაურება და აცხადებს რომ „ამერიკის დღევანდელი პრეზიდენტის მკაცრი სიტყვა, რომ „უკრაინამ უნდა დაივიწყოს ნატო“, ნიშნავს იმას, რომ უნდა დაივიწყოს ნატო“.

მისი თქმით, „რუსეთი უკრაინაში ნატოში გაწევრიანების გამო შევიდა და ეს ყველამ აღიარა, მათ შორის, თავად ამერიკის პრეზიდენტმა“.

„ბრალდებები სრულიად არ შეესაბამება სინამდვილეს – ეს არის რუსული ნარატივი“ – კაია კალასი უკრაინის NATO-ში გაწევრიანებაზე დონალდ ტრამპის განცხადებებზე

„რეალურად, 3 წლის თავზე, უკრაინამ მიიღო დაკარგული ტერიტორიები, ასეულობით ათასი დაღუპული ადამიანი, ბუნდოვანი მომავალი, განადგურებული ეკონომიკა და ამ ყველაფრის ფონზე, წარმოიდგინეთ, რისთვისაც დააწყებინეს ომი და წააქეზეს, მკაცრი უარი მიიღო ამერიკიდან ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ამერიკის დღევანდელი პრეზიდენტის მკაცრი სიტყვა, რომ „უკრაინამ უნდა დაივიწყოს ნატო“, ნიშნავს იმას, რომ უნდა დაივიწყოს ნატო. ნატოში ამერიკა არის გადამწყვეტი სიტყვის მქონე, ეს ყველამ კარგად ვიცით. ამ ყველაფრის ფონზე უკრაინას ეუბნებიან, რომ უნდა გადაიხადოს გადასახადი და ზელენსკის უხარია ის, რომ თავისი სასარგებლო წიაღისეულიდან მოგების 50% უნდა გადაუხადოს შეერთებულ შტატებს. ეს მიიღო, სამწუხაროდ, უკრაინამ,“ – განაცხადა მაჭარაშვილმა.

გარდა ამ საკითხისა, მაჭარაშვილი ჟურნალისტებთან საუბარში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის ქართველ ახალგაზრდებთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, ევროკავშირის ჩვეულებრივი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი გახდა.

„სამწუხაროდ, ამან მიიღო კომიკური ხასიათი ყველა უბედურებასთან ერთად. წარმოიდგინეთ, ევროკავშირის ელჩი, რომელიც უნდა იყოს დაკავებული იმით, რომ საქართველოს ევროინტეგრაციასთან მიმართებაში დაეხმაროს, (რომელიც არის ამერიკის პრეზიდენტის და ადმინისტრაციის მიერ მხილებული იმაში, რომ “შავ ფულს” ხარჯავდა, მათ შორის, საქართველოში რადიკალურ პროცესებში), ახლა დადის რეგიონებში და არასრულწლოვანებს ხვდება. საინტერესოა რაზე უნდა ესაუბროს. USAID-ის და ევროკავშირის მხრიდან როგორ ფინანსდებოდა საქართველოში შავი ფულით პროცესები? თუ იმაზე საუბრობს, რომ ტრანსგენდერი და ლგბტ პროპაგანდა დამთავრდა, მათ შორის საქართველოშიც და მსოფლიოშიც და ახლა ტრადიციები არის აღსადგენი? სამწუხაროა, მაგრამ ევროკავშირის ელჩი უკვე გახდა ჩვეულებრივი კოლექტიური “ნაცმოძრაობის” წარმომადგენელი. ეს მხოლოდ ჩემი სიტყვები კი არ არის. ეს არის ამერიკის პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის განცხადებები. ეს არის მოცემულობა. აირჩია ევროკავშირის ელჩმა „დიფ სთეითი“?! კი ბატონო, გაიზიარებს „დიფ სთეითის” ბედს!“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g