LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაველ ჰერჩინსკი: „ჩემი, როგორც ელჩის მოვალეობა ევროკავშირის პოზიციის წარმოდგენაა და ამას მომავალშიც გავაგრძელებ – ვისურვებდი, შემექო ხელისუფლება რეფორმებისთვის, მაგრამ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები უმდაბლეს ნიშნულზეა“

125
პაველ ჰერჩინსკი (1)

„ვისურვებდი, შემექო საქართველოს ხელისუფლება რეფორმებისთვის, ვისურვებდი, მესაუბრა საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დადებითზე, მაგრამ, სამწუხაროდ, როდესაც საქმე ეხება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს, ჩვენ ამჟამად უმდაბლეს ნიშნულზე ვიმყოფებით“, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, აღარ არის მაღალი დონის ვიზიტები, შეაჩერეს [ევროკავშირმა] მთავრობის ფინანსური დახმარება, შემოიღო სავიზო შეზღუდვები დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის:

„ჩემი, როგორც ევროკავშირის ელჩის მოვალეობაა, ევროკავშირის პოზიციის წარმოდგენა. ეს არის ის, რასაც მე ვაკეთებ ჩემი მოსვლის პირველივე დღიდან და ამას გავაგრძელებ მომავალშიც.

„ევროკავშირი ვერ შეეგუება ძალადობას, დაუსჯელობასა და დაშინებას“ – პაველ ჰერჩინსკი

ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

ვისურვებდი, შემექო ხელისუფლება რეფორმებისთვის, ვისურვებდი, მესაუბრა საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დადებითზე, მაგრამ, სამწუხაროდ, როდესაც საქმე ეხება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს, ჩვენ ამჟამად უმდაბლეს ნიშნულზე ვიმყოფებით.

„ჩვენი მიზანი არ არის ქართველი ხალხის დასჯა… მიზანი იყო დაგვესაჯა ისინი, ვინც პასუხისმგებელი არიან რეპრესიებზე, მიმდინარე ძალადობაზე… ვინც წარმოადგენს ხელისუფლებას მოუწევს, ვიზაზე განაცხადის შეტანა…“ – ჰერჩინსკი დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე

აღარ არის მაღალი დონის ვიზიტები, შევაჩერეთ მთავრობის ფინანსური დახმარება, შემოვიღეთ სავიზო შეზღუდვები დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის და ვამისამართებთ ჩვენს მხარდაჭერას მთავრობიდან სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი მედიის მხარდაჭერისკენ, რომელსაც მზარდად რთულ პირობებში უწევთ მუშაობა“, – აღნიშნა ელჩმა.

მისივე თქმით, მისი, როგორც ევროკავშირის ელჩის როლია, საზოგადოებას გააცნოს, რა მდგომარეობაშია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა.

„ვისურვებდი, სხვა ადგილას ვყოფილიყავით, თუმცა ყველამ იცის, რომ სიტუაცია უკიდურესად რთულია. ევროკავშირმა 2023 წლის დეკემბერში მიიღო გადაწყვეტილება, გაეღო კარი საქართველოსთვის. მას უნდა განეხორციელებინა რეფორმები.

მამუკა მდინარაძე: „ვნახეთ „ენეჯეო“ სექტორის თუ აგენტურის სხვა წარმომადგენლების აღშფოთება, „აი რა გააკეთეს, როგორ შეუწყვიტეს ახალგაზრდებს დაფინანსება – ეს ცალსახა მოკლემეტრაჟიანი, მოკლეფეხებიანი ტყუილია“

როგორც ვხედავთ, ამ რეფორმების უმრავლესობა არ ხორციელდება, პირიქით, იდგმება ნაბიჯები, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან კი არ აახლოებს, არამედ აშორებს მას. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ეს არის საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების კუთხით არსებული მდგომარეობა“. – განაცხადა დიპლომატმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g