LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაიკო სიხარულიძე: „ეს გოგო კარგი ნიმუშია, იმის რა შეუძლია შრომას, რასაც აკეთებ გულით რომ გიყვარს, შეგიძლია გაბედო და არავის ეჯიბრებოდე..შენი ქვეყნიდან, Self-made ქალის წარმატება თუ არ ახარებს და ამოტივირებს რომელიმე ქალს, ის რომელიმე ქალი ცოდოა“

496
თამო ვაშალომიძე

თამო ვაშალომიძის მორიგ წარმატებას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

აღნიშნავენ, რომ ვაშალომიძე ყველა ქალისთვის მოტივაცია უნდა იყოს.

ვიდეო: თამო ვაშალომიძე „მილანის მოდის კვირეულზე“ მიიწვიეს – წითელ კაბაში გამოწყობილი მოდელი „ვერსაჩეს“ ჩვენებიდან კადრებს გვიზიარებს

„ეს გოგო კარგი ნიმუშია, იმის რა შეუძლია შრომას, რასაც აკეთებ გულით რომ გიყვარს, შეგიძლია გაბედო და არავის ეჯიბრებოდე, უბრალოდ აკეთო რისიც გჯერა. შენი ქვეყნიდან, Self-made ქალის წარმატება თუ არ ახარებს და ამოტივირებს რომელიმე ქალს, ის რომელიმე ქალი ცოდოა,“ – წერს PR სპეციალისტი მაიკო სიხარულიძე და თამოს ვიდეოს აზიარებს.

„ძალიან ხშირად ვახსენებ ხოლმე როგორც ტრანსფორმაციის, მოტივაციისა და მიზანდასახულობის მაგალითს. ძალიან მამოტივირებელია და მართლა ვგულშემატკივრობ. მჯერა, კიდევ უფრო დიდ მასშტაბებზე გავა.

ჩემი პოდკასტი რომ მექნება, ერთ-ერთი რესპონდენტი უნდა იყოს აუცილებლად…”

„მთელი ბავშვობაა ვგულშემატკივრობ. ძალიან ვწუხვარ, რომ ქართული ბრენდები, როგორც სახეს ვერ აფასებენ, რამდენ კომპანიაშიც მიმუშავია, იმდენგან მიცდია, რომ მასთან მემუშავა და ყოველთვის უარს ვიღებდი. ახლა კი წლებია ტექ სფეროში გადმოვინაცვლე და კონტექსტურად ვერაფერს მოვიფიქრებ. პ.ს წლების წინ ჩანთების ბრენდი მქონდა მაიკო კი იცი “მეი”. საჩუქრად გავუგზავნე და ფოტოსესიაც მოაწყო და პროფილშიც მახსენა, 22 წლის ვიყავი მაშინ და უდიდესი ბედნიერება იყო. მოკლედ წარმატებები თამოს!“ – უწერენ პოსტზე მაიკო სიხარულიძეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g