„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე 5000-ლარით დააჯარიმეს. ამის შესახებ დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს.
„რუსთაველზე პატრულის ორი ეკიპაჟი მაჩერებს ვინაობის გადასამოწმებლად. გვაინტერესებს ამ ავტომანქანას ვინ მართავსო და მომცეს 5000-ლარიანი ქვითარი“, – წერს დეკანოიძე.