LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონალდ ტუსკი – პოლონეთი უკრაინის მხარესაა, ყოველგვარი „მაგრამ“-ის გარეშე – პარადოქსია, რომ 500 მილიონი ევროპელი 300 მილიონ ამერიკელს 140 მილიონი რუსისგან დაცვას სთხოვს

171
Screenshot 2025-03-02 185708

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით, მისი ქვეყანა მტკიცედ დგას უკრაინის გვერდით და ამ საკითხში არ არსებობს „მაგრამ“.

ტუსკმა ასევე აღნიშნა, რომ ევროპამ უნდა გააძლიეროს თანამშრომლობა შეერთებულ შტატებთან, მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონის პოზიცია უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით შესაძლოა ევროპაზე ნაკლებად მკაფიო იყოს.

„ევროპა, რომელსაც ესმის მისი გლობალური პოტენციალი, მისი, როგორც სუპერსახელმწიფოს სტატუსი, იქნება არა აშშ-ის ალტერნატივა, არამედ ყველაზე სასურველი მოკავშირე. საბოლოო ჯამში, ეს არის ის, რაც ტრამპს სურს, რომ ევროპამ აიღოს ბევრად მეტი პასუხისმგებლობა თავის უსაფრთხოებაზე. პარადოქსია, რომ 500 მილიონი ევროპელი 300 მილიონ ამერიკელს 140 მილიონი რუსისაგან დაცვას სთხოვს“, – აღნიშნა ტუსკმა.

შეგახსენებთ, დონალდ ტუსკი ლონდონში იმყოფება, სადაც ის საერთაშორისო ლიდერების სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი მასპინძლობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g