ქრისტეფორე კოლუმბი სამაშველო ჟილეტში გამოაწყვეს. საინტერესო იდეის ავტორები ბარსელონელი აქტივისტები გახდნენ. ორგანიზაცია “Proactiva open arms” ღია ზღვაში მიგრანტების გადარჩენას გამოეხმაურა.
შეგახსენებთ, რომ ბარსელონას პორტში მიიღეს გემი, რომელზეც 60 მიგრანტი იმყოფებოდა და ისინი სიკვდილს სრულიად შემთხვევით გადაურჩნენ. კოლუმბის სკულპტურისთვის უზარმაზარი სამაშველო ჟილეტის ჩაცმას ასობით ადამიანი აკვირდებოდა. მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს და მონუმენტთან მისვლის საშუალება თითქმის არავის ქონდა.
აღსანიშნავია, რომ როცა აქტივისტები ქანდაკებიდან ჩამოვიდნენ – ისინი კატალონიურმა პოლიციამ დააკავა.