გადაცემამ „გული მღერის“ დედების დღესთან დაკავშირებით ნატო გელაშვილის საავტორო მუსიკის კონცერტი წარმოგვიდგინა „რუსთავი 2“-ის ეთერში.
სიმღერა „ლოთიანი“, რომელსაც ზუკა ხუციშვილი ასრულებს ხოლმე ჭოხოებთან ერთად, ამჯერად ნატო გელაშვილმა აიღო საკუთარ თავზე: „დღევანდელ დღეს ზუკას შევცვლი და იმედია, მეც არ გამომივა ცუდად“, აღნიშნა ხუმრობით კომპოზიტორმა.