LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: რამ აატირა თიკა ჯამბურია – მომღერალი დაბადების დღეს და საკუთარი კაფეს გახსნას აღნიშნავს: „უცებ ძალიან, ძალიან ამეტირა, რაღაცნაირად მეამაყება ჩემი თავი…“

541
თიკა ჯამბურია

1991“ – ასე ჰქვია თიკა ჯამბურიას კაფეს, რომელიც დიდი შრომისა და მცდელობების შემდეგ გახსნა, მეგობრების დახმარებით.

ახლახან მან გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც აცრემლებული ჰყვება, როგორ გაუჭირდა ამ ოცნების ასრულება, მაგრამ როგორ მიიყვანა მაინც ბოლომდე…

„დავფიქრდი, რამდენი შრომა და ენერგია ჩავდე იმაში, რომ ჩემი ოცნება ამეხდინა. უცებ ძალიან, ძალიან ამეტირა, რაღაცნაირად მეამაყება ჩემი თავი და ეს გოგოც, რომელიც ტირის. ისე ვნერვიულობ, დამფოთლა. ისეთი რთული თვე მქონდა, ვერც წარმოიდგენთ, ყველა დეტალი, რაც კი არსებობს კაფეში, მოსაგვარებელი იყო… ფინანსურ საკითხებში მეხმარებოდნენ“, ამბობს მომღერალი.

თიკა დღეს იუბილარია და მილოცვებსაც იღებს მეგობრებისა და ოჯახის წევრებისგან…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g