LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი Nissan GT-R მსოფლიოში ყველაზე სწრაფი სუპერქარი გახდება

173

ახალი Nissan GT-R მსოფლიოში ყველაზე სწრაფი სუპერქარი გახდება. მოდელი თავისი წინამორბედის, ლიმიტირებული GT-R50-ის სტილისტიკას არ გაიმეორებს და თავის უნიკალურ დიზაინს მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაცია Nissan-ის მთავარმა დიზაინერმა ალფონსო ალბაისმა გაავრცელა.

ახალი თაობის სუპერქარზე მუშაობა კი მას შემდეგ დაიწყება, რაც ავტომწარმოებელი პლატფორმასა და ტექნიკურ დეტალებზე ჩამოყალიბდება. ხოლო, თუ როგორ აგრეგატს მიიღებს სიახლე, ამის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს და შესაძლოა ის საერთოდ ელექტროფიცირებულიც კი იყოს და სუპერქარ LMP1 GT-R-ის მსგავსი სისტემა მიიღოს. შეგახსენებთ, რომ ჰიპერქარი ჰიბრიდია, მას ელექტროძრავთან ერთად 3 ლიტრის მოცულობის V6 ძრავიც აქვს და ავტომობილს 600 ცხენის ძალის გამომუშავება შეუძლია. GT-R-ს 0-დან 100 კმ-ს განვითარება სულ რაღაც 2,7 წამში შეუძლია და კუპეს მაქსიმალური სიჩქარე 320 კმ/სთ-ია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები