LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ დავძლიოთ ფრენის შიში – ექსპერტებმა მოგზაურებისთვის საინტერესო რჩევები გამოაქვეყნეს

264

როგორ დავძლიოთ ფრენის შიში – ექსპერტებმა მოგზაურებისთვის საინტერესო რჩევები გამოაქვეყნეს. აეროფობებმა პირველ რიგში ის უნდა გაიგონ, თუ როგორაა მოწყობილი ლაინერი, რადგან ერთ-ერთი მიზეზი იმის თუ რატომ ეშინიათ ხოლმე ფრენის, სწორედ არასაკმარისი ცოდნაა. მეორე წესი კი პილოტების ნდობას შეეხება – ეს ადამიანები ხომალდში მკაცრი შერჩევის შემდეგ მოხვდნენ, ამიტომ იმის შანსი რომ რამე შეეშლებათ – ძალიან დაბალია. და ბოლოს, სასურველია სუნთქვის კონტროლი და სხვადასხვა თამაშები, რომლებიც ფიქრების კონცენტრაციაზეა ორიენტირებული.

აღსანიშნავია, რომ სპეციალისტებმა ტურბულენტობაზეც ისაუბრეს და კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ ეს პროცესი ბუნებრივი მოვლენებითაა გამოწვეული და სინამდვილეში სრულიად უსაფრთხოა. მთავარია ღვედის შეკვრა არ დაგავიწყდეთ და სხვა მხრივ არაფერი გემუქრებათ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები