LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ის უფრო ძლიერი გახდა: პორშემ კროსოვერი გააცოცხლა

74

Porsche-მ განახლებული „Macan” გამოსცადა. გერმანულმა ავტომწარმოებელმა გამოაქვეყნა ვიდეოთიზერი, რომელშიც ცოტა ხნის წინ გაცოცხლებული კროსოვერია ასახული. ავტომობილი სამხრეთ აფრიკაში, უგზოობაში, სიცხესა და სხვა პირობებში, ასევე ზღვის დონიდან 3400 მეტრის სიმაღლეზეც გამოსცადეს.

ზოგადად „მაკანას“ შესახებ ინფორმაცია არც თუ ისე ბევრია და ერთი შეხედვით მას ვიზუალი გაუუმჯობესეს, ახალი პანელი დაუმატეს და თანამედროვე მულტიმედიური სისტემაც დაუმონტაჟეს. ასევე აღსანიშნავია, რომ ავტომობილის კონსტრუქციაში ალუმინის შემცველობაც ერთი-ორადაა გაზრდილი. განახლება შეეხო კროსოვერის ძრავსაც, ის უფრო ძლიერი გახდა და 252 ცხენის ძალიდან 300-მდე გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ განახლებულ მოდელს ჰიბრიდული ვარიანტი არ ეყოლება და მსგავს ცვლილებას ექსპერტები მხოლოდ მომავალ თაობებში ელოდებიან. რაც შეეხება „მაკანას“ პრემიერას, ის თვის ბოლოს შედგება და მის შეძენას დასაწყისისთვის მხოლოდ ჩინელები შეძლებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები