მომღერალ სოფო ბედიას ქმარი, მიშა მესხი 3 მარტს, სამოქალაქო აქტივისტსა და მუსიკოს დათა (ტორნადო) გაბუნიაზე მის მიერ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვით ეხმიანება.
მიშა მესხი მომხდარს იხსენებს და ამბობს, რომ „სადაც იგივე განმეორდება, ტორნადო გაბუნია მონაგონი იქნება“.
„ძალიან ბევრს აინტერესებს რა მოხდა ჩემსა და დათა [ტორნადო] გაბუნიას შორის. გაბუნია, რომელიც წლებია თავ-ყბის დამტვრევით გვემუქრება.
3 მარტი თენდებოდა, დილის 4-5 საათზე მე, ჩემი მეუღლე, მისი დაქალები და ჩემი ძმაკაცი ერთ-ერთ რესტორანში შევედით, სადაც ხუთ ძმაკაცთან და ერთ მანდილოსანთან ერთად დაგვხვდა.
ჩვენი დანახვის შემდეგ გახდა ძალიან აგრესიული, რომ დაიწყო მამა ზეციერი ღმერთისგან, ბოლო გამვლელ ადამიანამდე ყველას აგინებდა, ვცდილობდი თავი ხელში ამეყვანა, ჩემი მეუღლე მთხოვდა, არ ავყოლოდი პროვოკაციას, საღამო არ ჩამეშხამა და ლამაზად დაგვემთავრებინა ის დღე.
მისი სუფრიდან ორჯერ მოვიდნენ ადამიანები და სიგარეტი გვთხოვეს, ზრდილობიანად მივაწოდეთ… გასასვლელთან ვიჯექი, მათი წასვლის დრო როცა მოვიდა, გაბუნია მიახლოვდებოდა და დაიწყო სიმღერა „ოლე ოლა“, რომ გავიდა კარს იქით, შეიგინა, ვთქვი, ვინც ჩვენ შეგვაგინა, მეც შევაგინე. კარი ღია იყო, რომ დავინახე იქ იდგა, გავედი და კითხვა დავუსვი, თუ რა წაიმღერა – დაეწყო და დაემთავრებინა.
ეს ვიდეო იმიტომ გადავიღე, რომ გენახათ, ერთმა კაცმა ექვსი კაცი როგორ ვცემე და იმიტომ გადავიღე, რომ არ გეთქვათ – „ტიტუშკები“ დაესხნენ თავსო…
ჩვენ, თქვენს ენაზე „ქოცები“ არავის ასე არ ვხვდებით და არ ვცემთ. ვინც ღირსია, იმას ყოველთვის გაეცემა პასუხი. ამ ადამიანს დავუსვი კითხვა, არ გამცა პასუხი და მიიღო ის, რაც მისაღები იყო, შემდეგ დარეკა 112-ში, სოფო ბედიას ქმარმა მცემა, დროზე მოდითო.
ბევრი ადამიანი მაკრიტიკებს, არ მივესალმები არანაირ ძალაობას, მაგრამ ყველამ წარმოიდგინოს ჩემ ადგილას თავი… ეს ადამიანი არ გაჩერდა და ასე ვთქვათ, პირი აიმყრალა. ამ „ოლე ოლას“ ვინც მღერით, კლავიატურის ლომებს, სადაც იგივე განმეორდება, ტორნადო გაბუნია მონაგონი იქნება“, – ამბობს მიშა მესხი
შეგახსენებთ, 3 მარტს, სამოქალაქო აქტივისტს და მუსიკოს დათა (ტორნადო) გაბუნიას ქუჩაში ფიზიკურად და სიტყვიერად შეურაცხყოფა მიაყენეს. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას მომღერალ სოფო ბედიას ქმარი, მიშა მესხი დაესხა თავს, რაც თავად მესხმა „ფეისბუქზე“ დაადასტურა.