LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაატა ბურჭულაძე: „ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, მთავარია ვიყოთ ერთად“

519
2025-03-05_23-01-49_702433

„ქართული ოცნების“ ბოლო გაფართხალებაა, – აღნიშნულის შესახებ მსოფლიო ბანმა პაატა ბურჭულაძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, გამარჯვება ძალიან ახლოსაა.

„მე მეუბნებიან, რატომ არ მალავ სახეს და ა.შ. აზრი არ აქვს. თუ უნდათ ჯარიმის გამოწერა, შენ ამ ჯარიმას გამოგიწერენ. მე ცოტა ხანში გამოვაქვეყნებ, თუ როდის ვარ დაჯარიმებული, რა პერიოდს ვარ დაჯარიმებული, უკვე გადაკეტილ ქუჩაზე ვარ დაჯარიმებული, მაგას აღარ აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ მთავარია ეს ჩვენ სერიოზულად არ უნდა მივიღოთ. ეს არის ბოლო გაფართხალება ამ მავნებლების.

ვინც დაგვაჯარიმებს ჩვენ გვინდა ერთი დიდი აქცია მოვაწყოთ ყველამ ერთად, მრავალათასიანი დემონსტრაცია. მხნედ ვიყოთ, დღეს მაგარი სიცივეა, უბერავს ცივი ქარიც, მაგრამ ხომ ხევდავთ, რა ხალხმრავლობაა. ჩვენი საქმე, მართალია ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, მთავარია ვიყოთ ერთად, გამარჯვება ძალიან ახლოს არის”, – ამბობს პაატა ბურჭულაძე.

აღსანიშნავია, რომ პაატა ბურჭულაძე სამართალდამცავმა უწყებამ გზის ხელოვნურად გადაკეტვის გამო ორჯერ დააჯარიმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g