სოსო ჯაჭვლიანის მეუღლე, ირმა ფირცხალაიშვილი გარდაცვლილ მეორე ნახევარს ჟურნალ „სარკესთან“ თბილად იხსენებს – შეგახსენებთ, რომ მსახიობის გარდაცვალებიდან ერთი წელიწადი გავიდა.
ირმა ფირცხალაიშვილი:
„სოსოს არასდროს მოუცია ეჭვიანობის საბაბი. ძალიან ერთგული იყო ჩემ მიმართაც და ოჯახის მიმართაც. საერთოდაც, ერთგული ადამიანი იყო.
ადრე სულ მეკითხებოდნენ ლიკა ქავჟარაძეზე. სოსო სულ იხსენებდა, ლიკა იმდენად ლამაზი იყო და იმდენად არამიწიერი სილამაზე ჰქონდა, რომ არ შეგყვარებოდა, გასაკვირი იქნებოდაო. მაშინ 17-18 წლის ბავშვები იყვნენ. ეს იყო ბავშვური რომანტიკა. მთელი ცხოვრება ლიკას მიმართ დიდი პატივისცემა ჰქონდა. სოსო ხშირად აღნიშნავდა, ქართულმა კინომ ლიკას სილამაზე ვერ გამოიყენა და ჩრდილში დატოვაო…“