მომღერალი ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელში მისი სიმღერის „მინდა ბედნიერი ვიყო“ ვიდეორგოლის ფრაგმენტს აქვეყნებს.
როგორც ნუცა ბუზალაძე წერს, სიმღერა უკვე ყველა მუსიკალურ პლატფორმაზეა ხელმისაწვდომი.
„კარგი ამბები“ – ნუცა ბუზალაძის ახალი ალბომი „ქამელეონი“ უკვე „სპოტიფაიზეა“
„მინდა ბედნიერი ვიყო“ – ხელმისაწვდომია ყველა მუსიკალურ პლატფორმაზე!
რუსა მორჩილაძემ როცა დამიწერა და მომასმენინა პირველად ეს სიმღერა, მთელი ღამე ვტიროდი, იმდენად შემეხო და ჩემი გახდა ეს სიმღერა! ემოციების გარეშე დღემდე ვერ ვისმენ და ამ სიმღერის შესრულების დროს ხშირად მეტირება…
ეს ის სიმღერაა, რომელსაც ბევრი რამ უკავშირდება ჩემი ცხოვრებიდან და უკვე თქვენია, რომ მოისმინოთ! იმედი მაქვს, თქვენც ისე შეგეხებათ, როგორც მე…
მუსიკა: ჩემი რუსა მორჩილაძე
ტექსტი: ირინა სანიკიძე
არანჟი: ბორიკო შხიანი
P.s როცა ვიდეოს გადავიღებთ ამ სიმღერაზე, ყველანი გაიგებთ ჩემს პირად ურთიერთობაზე ისეთ დეტალებს, რაც ყოველთვის გაინტერესებდათ“, – წერს ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელში.