უკრაინის ქალაქ დობროპილიეზე რუსეთის მიერ მიტანილი იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 14-მდე, დაშავებულთა რიცხვი კი 47-მდე გაიზარდა.
დაშავებულთა შორის ხუთი ბავშვია.
რუსეთის ჯარებმა დობროპილიეზე იერიში ბალისტიკური რაკეტებით მიიტანეს.
თავდასხმას პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მისი თქმით, როცა „ბარბაროსებთან დათმობაზე მიდიხარ, მსგავსი რამ ხდება, უფრო მეტი ბომბი, მეტი აგრესია, მეტი დაღუპული“.