LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკა ბოჭორიშვილი ნიუ-იორკში მონაწილეობას მიიღებს გაერო-ს ქალთა სტატუსის კომისიის 69-ე სესიაში

153
მაკა ბოჭორიშვილი

საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ნიუ-იორკში მონაწილეობას მიიღებს გაერო-ს ქალთა სტატუსის კომისიის (CSW) 69-ე სესიაში, რომლის ფარგლებშიც ის დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავს.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, ღონისძიების ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილი შეხვედრას გამართავს გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის პრეზიდენტთან, ფილემონ იანგთან.

ასევე, სესიის ფარგლებში მინისტრი მონაწილეობას მიიღებს ქალთა სტატუსის კომისიისა და პეკინის დეკლარაციის 30 წლისთავისადმი მიძღვნილ მაღალი დონის ღონისძიებებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g