LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეო შეყვარებულთან და შეყვარებულის დედასთან ერთად ისვენებს (ფოტო)

48

ქუენტინ ტარანტინოს ახალ ფილმში გადაღებების პარალელურად, ლეონარდო დიკაპრიო გართობისა და დასვენებისთვისაც იცლის. ამჯერად მსახიობი საფრანგეთში, სენ-ტროპეს სანაპიროზე გადაიღეს. ლეო იახტაზე შეყვარებულთან, 21 წლის კამილა მორონესთან და მის დედასთან, ლუსია სოლასთან ერთად ისვენებს. ეს უკანასკნელი თავის მხრივ წლებია ალ პაჩინოს გერლფრენდია.კამილა მორონე ფოტოებზე თეთრი ფერის საცურაო კოსტიუმში პოზირებს. ის მოქმედი მოდელია და ფანტასტიკურად გამოიყურება, ისევე როგორც მისი 50 წლის დედა.

შეგახსენებთ, რომ დიკაპრიოსა და მორონეს რომანის შესახებ გასულ წელს გახდა ცნობილი, თუმცა, ოფიციალურად წყვილი ერთად ამ დრომდე არ გამოჩენილა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები