LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აპრილიდან Wizz Air-ის ბორტზე გადახდები მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით განხორციელდება

152
Wizz Air

Wizz Air-ის გადაწყვეტილებით, მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, 2025 წლის 1 აპრილიდან, ბორტზე შესყიდვა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ციფრული გადახდის სისტემით, მათ შორის ისეთი კონტაქტური გადახდის მეთოდებით, როგორებიცაა Apple Pay, Samsung Pay, Android Pay და Google Pay.

უნგრული ავიაკომპანია, VISA და Mastercard საკრედიტო და სადებეტო ბარათებთან ერთად, გადახდის ახალ ვარიანტსაც – Revolut-ის ბარათებს ამატებს.

როგორც Wizz Air-ში აცხადებენ, უნაღდო გადახდის სისტემა მგზავრებს საშუალებას აძლევს, შესყიდვები სწრაფად და მარტივად განახორციელონ, რაც კიდევ უფრო აჩქარებს და ამარტივებს ბორტზე მომსახურების პროცესს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g