მეგან მარკლის ახალი კულინარიული შოუს გარშემო სკანდალები არ ცხრება. ახალი შოუს სახელწოდებაა „სიყვარულით მეგანისგან“, სადაც სასექსის ჰერცოგინია ახალი კერძების მომზადების რეცეპტებს გვიზიარებს, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ამაში ახალი არაფერია. მეგანი აქცენტს აკეთებს გაფორმების დეტალებზე, სერვირებაზე, პროდუქტების შენახვასა და ინგრედიენტების დაფასოებაზე, რაც როგორც მაყურებელი თვლის, დამღლელი პროცედურაა.
გარდა ამისა, მეგანი იყენებს ძვირადღირებულ პროდუქტებს, მაგალითად, ცოტა ხნის წინ საუზმის მოსამზადებლად მან ეგზოტიკური ხილი გამოიყენა, რაც ჯამში 32 ფუნტი სტერლინგი დაჯდა. ამან მაყურებელი აღაშფოთა და შოუს უამრავი ცუდი კომენტარი მოჰყვა. ცოტა ხნის წინ კი მეგანმა სადილის მომზადებისას, მაგიდა 10 000-დოლარიანი ყვავილებით მორთო, თანაც გვირჩია, რომ მაგიდა ჩვენც ასე მოვამზადოთ სადილისთვის. ამ ფაქტის გამოც სასექსის ჰერცოგინია კრიტიკის ქარცეცხლშია. როგორც ჩანს, კრიტიკა მარკლის არ აშინებს, რადგან მან უკვე გამოაცხადა, რომ მის კულინარიულ შოუს მეორე სეზონიც ექნება.
დონალდ ტრამპმა მეგან მარკლის საშინელი ქალი უწოდა

