დუეინ ჯონსონმა თავის დუბლიორს ახალთახალი Ford F-150 აჩუქა. როგორც ჩანს, მსახიობს თავის დუბლიორთან ტანოაიუ რიდისთან განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს და მისი დაშავების ამბავიც ძალიან განიცადა. საქმე ისაა, რომ რიდუმ ბოლო გადაღების დროს სერიოზული ტრავმა მიიღო და სანამ ის მკურნალობდა, დუეინმა მისი მონახულება და განსაკუთრებული საჩუქრის გაკეთება გადაწყვიტა. ამის შესახებ მსახიობმა თავის Instagram-ზეც ისაუბრა, სადაც აღნიშნა რომ რიდი მისი ოჯახის წევრი და ჰოლივუდის კასკადიორთა საზოგადოების წარმომადგენელია. დუეინმა ისიც აღნიშნა, რომ დუბლიორთან თანამშრომლობა ჯერ კიდევ 2002 წელს დაიწყო, როცა ის „მორიელების მეფეზე“ მუშაობდა. მაშინ მისმა შემცვლელმა რამდენიმე მოტეხილობა და სხვა დაზიანებები მიიღო, რის შემდეგაც „წლის დუბლიორად“ დაასახელეს.
რაც შეეხება Ford-ს ის სპეციალური შეკვეთით დამზადებული ეგზემპლარია, რომელმაც გაძლიერებული ტექნიკური მახასიათებლები და მთლიანად შავი ფერი მიიღო.
A post shared by therock (@therock) on