Tesla-ს გაყიდვები საკვანძო ბაზრებზე მკვეთრად დაეცა. ნორვეგიაში, სადაც ელექტრო ქარები განსაკუთრებით პოპულარულია, Tesla-ზე მოთხოვნა იანვარსა და თებერვალში 44%-ით შემცირდა. ეს მაშინ როცა მთლიანობაში, ქვეყანაში ელექტროქარების ბაზარი 53,4%-ით გაიზარდა. ილონ მასკის კომპანიის პროდუქციის მიმართ ინტერესი შემცირდა გერმანიაში, ავსტრალიასა და ჩინეთშიც – სამივე ბაზარი tesla-თვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ყველაზე შესამჩნევი მოთხოვნის ვარდნა Tesla-ს მიმართ გერმანიაში იყო. თებერვალში იქ ამ ბრენდის მხოლოდ 1429 ელექტროქარი გაყიდეს, რაც 76,3%-ით უფრო ნაკლებია, ვიდრე 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელი. „მწვანე“ მანქანების ზოგადი გაყიდვები ქვეყანაში ამავდროულად 30,8%-ით გაიზარდა. ავსტრალიაში სიტუაცია თითქმის ანალოგიურია: 1592 გაყიდული ელექტროქარი თებერვალში და 71,9%-ით შემცირებული გაყიდვები.