LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე: „დიფ სთეითს“ ძალიან ღრმად ჰქონდა ფესვები გადგმული საქართველოში… ამ ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი, რომ ხელისუფლებაში თავიანთი აგენტურის წარმომადგენელი მოიყვანონ, რომელსაც რასაც დაავალებენ, თავჩაღუნულმა გააკეთოს“

150
კახა კალაძე

„გვინდა ტრამპს „დიფ სთეითის“ დამარცხებაში წარმატებები ვუსურვოთ, თუმცა, ჩვენ პირველ რიგში, გვაღელვებს ჩვენი ქვეყანა და ის, თუ როგორ წარიმართება ურთიერთობები“, – ამის შესახებ თბილისის მერმა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის მიერ გაკეთებული განცხადების საპასუხოდ მედიასთან განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, „დიფ სთეითი“ სერიოზული გამოწვევაა, როგორც საქართველოსთვის, ასევე მთელი მსოფლიოსთვის:

„ჩვენ დავიწყეთ „დიფ სთეითზე“ საუბარი იმიტომ, რომ საქართველოსთან მიმართებაში აღნიშნულ პრობლემას პირდაპირ შევეჩეხეთ. ეს არის სერიოზული გამოწვევა, როგორც ჩვენთვის, ასევე მთელი მსოფლიოსთვის. აშშ-ის პრეზიდენტმა პირდაპირ დააანონსა ბრძოლა „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ. ჩვენ ამ პროცესებს ვაკვირდებით და გვინდა, დონალდ ტრამპს წარმატებები ვუსურვოთ. ჩვენ მას ვგულშემატკივრობთ, თუმცა, პირველ რიგში, გვაღელვებს ჩვენი ქვეყანა. ჩვენ გვაღელვებს ის, თუ როგორ წარიმართება ურთიერთობები და შეძლებს თუ არა „დიფ სთეითის“ დამარცხებას. განცხადებას მაშინვე გავაკეთებთ, როცა დავინახავთ, რომ „დიფ სთეითი“ დამარცხდა. ეს ჩვენზეც გამოიხატება და ჩვენს თავზეც დავინახავთ“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძის განცხადებით, „დიფ სთეითს“ ძალიან ღრმად ჰქონდა ფესვები გადგმული საქართველოში“:

„დიფ სთეითს“ ძალიან ღრმად ჰქონდა ფესვები გადგმული საქართველოში. ხედავთ, წლების განმავლობაში აგენტურის შექმნაში რამხელა თანხები იხარჯებოდა. იმავე მეთოდებით იბრძოდნენ ყველა იმ ქვეყანაში, სადაც თავიანთი ინტერესების გატარების სურვილი ჰქონდათ. დღესაც, მიმდინარეობს ბრძოლა, რომ საქართველო ისევ საკუთარი ინტერესების გასატარებლად გამოიყენონ, რომ ხელისუფლება დაამხონ. კონკრეტული ძალები ამისთვის თანხებს არ იშურებენ. იხარჯება უამრავი ფული, რომ პოლარიზაციის კიდევ უფრო გაღრმავება მოხდეს, საზოგადოება კიდევ უფრო დაუპირისპირდეს ერთმანეთს. ამ ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი, რომ ხელისუფლებაში თავიანთი აგენტურის წარმომადგენელი მოიყვანონ, რომელსაც რასაც დაავალებენ, თავჩაღუნულმა გააკეთოს. აქ ქვეყნის ინტერესებზე საუბარი ზედმეტია. „ქართული ოცნება“ კი გახლავთ ერთადერთი ძალა, რომელიც იცავს საქართველოს ინტერესებს და ხვალინდელ დღეს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

„გუშინ კიდევ ერთხელ გაივლო მკაფიო ზღვარი ომის პარტიასა და მშვიდობის პარტიას შორის – გამოჩნდა, რომ გლობალური ომის პარტია და „დიფ სთეითი“ ომს ასე მარტივად არ შეელევიან“ – ირაკლი კობახიძე

მისი შეფასებით, გუშინ კიდევ ერთხელ გაივლო ზღვარი იმ ძალებს შორის, რომლებსაც სურთ მშვიდობა და ადარდებთ უკრაინელების ბედი და რომლებსაც სურთ იომონ უკანასკნელ უკრაინელამდე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g