LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Volkswagen ყველა ელექრომობილსა და ჰიბრიდულ მოდელს გაიწვევს

115

Volkswagen Group-მა შესაძლოა მის მიერ წარმოებული 124 ათასი ელექტრომობილი და პლაგ-ინ ჰიბრიდი უკან გაიწვიოს. ამ ნაბიჯს კომპანია გერმანიის საავტომობილო ტრანსპორტის სამმართველოს KBA-ს გადაწყვეტილების შემდეგ გადადგამს.

გაწვევა გამოწვეულია იმით, რომ კომპანიის მიერ წარმოებული ავტომობილები დასამუხტ სისტემაში გამოყენებულია კარცეროგენული ნივთიერება კადმიუმი. ეს კი ნიშნავს, რომ გაწვევა შეეხება კომპანიის ყველა ელექრომობილს და ჰიბრიდულ მოდელს, მათ შორის: Volkswagen – e-Golf, e-Up, Golf GTE და Passat GTE-ს, ასევე  Audi და  Porsche-ს ჰიბრიდბს.

აღსანიშნავია, რომ საკითხი თავად კმპანიამ წამოჭრა და პრობლემის შესახებ გერმანიის ხელისუფლებას 20 ივლისს აცნობა. როგორც ირკვევა თითოეულ დასატენ მოწყობილობაში გამოყენებულია 0,008 გრამი კადმიუმი, და მიუხედავად იმისა, რომ ის სათანადოდ არის იზოლირებული, მან შესაძლოა გარემოზე ნეგატიური გავლენა იქონიოს მისი ვარგისიანობის დროის ამოწურვის შემდეგ.

 

ცნობილია, რომ კომპანიამ უკვე ჩაანაცვლა ნაწილში აღნიშნული კომპონენტი სხვა მიმწოდებლის მიერ წარმოებული ნაწილით და ამჟამად შეაჩერა ელექტრომობილებისა და ჰიბრიდების წარმოება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები