LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მარიამს წარმატებებს და გამძლეობას ვუსურვებ. ძალიან ძლიერი სიმღერაა და მინდა, დიდ წარმატებას მიაღწიოს! ქართველებს კი მინდა მივმართო… ვიცი, რომ ყველას განსხვავებული გემოვნება და წარმოდგენები გვაქვს მაგრამ…“ – ნუცა ბუზალაძე

366
ნუცა ბუზალაძე მარიამ შენგელია

საქართველოს სახელით 2025 წლის ევროვიზიის მუსიკალურ კონკურსზე მარიამ შენგელია იმღერებს. მარიამ შენგელია საქართველოს სიმღერით FREDOOM წარადგენს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, მომღერალი ნუცა ბუზალაძე „ინსტაგრამზე“ ვიდეომიმართვას ავრცელებს, რომლითაც მან მარიამს წარმატება უსურვა.

ნუცა ბუზალაძე ქართველებს მიმართავს, რომ როდესაც ჩვენი ქვეყნის სახელით დიდ კონკურსზე იღებენ მონაწილეობას, ყველა უნდა გაერთიანდეს და ქვეყნის წარმომადგენელს ერთად უგულშემატკივროს.

„მოვისმინე ჩვენი წარმომადგენლის სიმღერა ევროვიზიაზე. მინდა მარიამს წარმატებები, გამძლეობა ვუსურვო და ვუთხრა, რომ ძალიან ძლიერი სიმღერაა, თვითონ ძალიან ლამაზი გოგოა და მინდა, რომ ძალიან დიდ წარმატებას მიაღწიოს ევროვიზიაზე.

ქართველებს მინდა მივმართო. ვიცი, რომ ყველას განსხვავებული გემოვნება და წარმოდგენები გვაქვს ბევრ რაღაცაზე, მაგრამ, როცა ჩვენი წარმომადგენელი, ჩვენი სახელით გადის ასეთ დიდ კონკურსზე, აუცილებელია ყველამ ერთად ვუგულშემატკივროთ. საქართველოს წარმატებები მინდა ვუსურვო ევროვიზია 2025-ზე“, – აცხადებს ნუცა ბუზალაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g