LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მსხვილი მაფიოზი ბიზნესმენია, ვერ გამოვრიცხავთ, რომ შურისძიებაც იყოს“ – რა არის ცნობილი ჭავჭავაძეზე მოკლულ ბიზნესმენზე, რომელიც „კანონიერი ქურდის“ ძმა იყო და რას ჰყვება წყარო

2114
ლევან ჯანგველაძე

გასულ ღამეს ვაკეში მკვლელობა მოხდა. მოკლულია ე.წ კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის ძმა, ლევან ჯანგველაძე. არსებული ინფორმაციით, მას ჭავჭავაძის გამზირზე რამდენჯერმე ესროლეს.

ვიდეო: თვითმხილველების ინფორმაციით, ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც მამაკაცი მოკლეს და მისი თანმხლები პირი დაჭრეს, 10-მდე გასროლის ხმა გაიგეს

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე კაცი მოკლეს

არსებული ინფორმაციით, ლევან ჯანგველაძე თბილისში რამდენიმე დღით იყო ჩამოსული და ის დაცვის თანხლებით გადაადგილდებოდა.

ძმები ჯანგველაძეები სოხუმში დაიბადნენ. უფროსი ძმა, მერაბი, ე.წ. კანონიერი ქურდი ცნობილია მეტსახელით „სოხუმსკი“.

მოკლული ლევან ჯანგველაძე 58 წლის იყო. ის იყო ბიზნესმენი და ძირითადი ბიზნესი რუსეთში ჰქონდა. ლევანიც კრიმინალურ წრეებში კარგად იყო ცნობილი, მიიჩნეოდა ავტორიტეტად, თუმცა „ქურდის“ სტატუსი არ ჰქონდა.

„ლევან ჯანგველაძე იყო მსხვილი მაფიოზი ბიზნესმენი, გადაადგილდებოდა დაცვით, 2014 წელს ვრცელდებოდა ინფორმაციები, რომ თითქოს კრიმინალურ ავტორიტეტ ვატო ყიფიანთან ჰქონდა დაპირისპირება, თუმცა დეტალები უცნობია. მისი ძმა კი „კანონიერი ქურდია“, რომელიც ძალიან დიდ ქურდულ გარჩევებში მონაწილეობდა, მოყოლებული 90-იანი წლებიდან. მას ცივსისხლიან ადამიანად ახასიათებენ. ფაქტია, მომხდარი კრიმინალური გარჩევაა, ვერ გამოვრიცხავთ, რომ შურისძიებაც იყოს“, – განუცხადა AMBEBI.GE-ს წყარომ, რომელიც ინკოგნიტოდ რჩება.

აღსანიშნავია, რომ როგორც სხვადასხვა რუსულ წყაროებში ვკითხულობთ, მოკლული ლევან ჯანგველაძე თავისი ძმის ყველაზე სანდო ადამიანი იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g