„ძლიერი საქართველო-ხალხისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ანა დოლიძის განცხადებით, საქართველოში შეიძლებოდა გახსნილიყო მსოფლიო დონის სარეაბილიტაციო ცენტრი, რომელიც სამკურნალოდ ჩამოსულ ადამიანებს მოიზიდავდა.
აღნიშნულით ანა დოლიძე ნარკოპოლიტიკის საკითხს ეხმაურება.
,,ერთ იდეას ვიტყვი, რომელიც მქონდა წინასაარჩევნოდ. საქართველოში გაგვეხსნა მსოფლიო დონის სარეაბილიტაციო ცენტრი, რომელიც მოიზიდავდა სამკურნალოდ ჩამოსულ ადამიანებს. ჩვენ გვაქვს ამის საშუალება, უბრალოდ ამას სჭირდება შესაბამისი ინვესტიცია. რომლის გადასახადებითაც დავაფინანსებდით ჩვენი თანამოქალაქეების მკურნალობას. თუ ასეთი ცენტრი შეიძლება მოეწყოს ყირგიზეთში, რატომ არ შეიძლება შენ გქონდეს მონდომება, რომ ასეთი ცენტრი გააკეთო აქ, სადაც ამისთვის ყველაფერი ხელს გიწყობს. ამით დავეხმაროთ ძალიან ბევრ ადამიანს და ეკონომიკურადაც ეს იქნებოდა მომგებიანი პროექტი“, -წერს ანა დოლიძე ,,ფეისბუქზე”.